გრო-მორნი (რეიუნიონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრო-მორნი
გრო-მორნის ვულკანი
გრო-მორნის ვულკანი
კოორდინატები: 21°05′10″ ს. გ. 55°27′58″ ა. გ. / 21.08611° ს. გ. 55.46611° ა. გ. / -21.08611; 55.46611
ქვეყანა რეიუნიონის დროშა რეიუნიონი
სიმაღლე 3019 
ქედი პიტონ-დე-ნეჟის მასივი
ტიპი ფარისებრი ვულკანი
გრო-მორნი (რეიუნიონი) — რეიუნიონი
გრო-მორნი (რეიუნიონი)

გრო-მორნი (ფრანგ. Gros Morne) — მთა კუნძულ რეიუნიონზე.

უმაღლესი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან — 3019 მეტრზე[1], ეს სიმაღლით მეორე მწვერვალია კუნძულზე. გრო-მორნი მდებარეობს ქალაქ სილაოდან ჩრდილოეთით, რეიუნიონის ცენტრალურ ნაწილში. მწვერვალი — პიტონ-დე-ნეჟის მასივის ნაწილია, რომელსაც აქვს ვულკანური წარმოშობა, მაგრამ არააქტიურია. ფერდოები ციცაბოა, ხშირი დაკიდული კლდეებით. გეოლოგიურად ფარისებრი ვულკანი ჩამოყალიბებულია პლიოცენური ეპოქის ტუტე ბაზალტებისაგან.[2]

მიუხედავად იმისა, რომ მწვერვალის დაპყრობა ძალიან რთული არ არის, პირველი დარეგისტრირებული ასვლა დათარიღებულია მხოლოდ 1939 წლით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]