ნოსტეს წმინდა სტეფანეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნოსტეს წმინდა სტეფანეს ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, ერთ კილომეტრზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (6,6 X 5,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია. გვერდებზე ორი სწორკუთხა ნიში. კონქი და კამარა შეისრულია. იატაკი ფილებითაა მოგებული. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის კვალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]