შინაარსზე გადასვლა

გარგარის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გარგარის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ გარგარის სასაფლაოზე, სოფელ ერთაწმინდიდან 1,5 კმ-ზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (4,1 X 6,25 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ნაგებობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია კედლების ზედა ნაწილი და ცილინდრული კამაროვანი გადახურვა. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში თაღოვანი სარკმელია. ერთი სწორკუთხა სარკმელი დარბაზის სამხრეთ კედლის ზედა ნაწილშია. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთიდან მიუშენებიათ სათავსი, რომლის მხოლოდ კონტურია შემორჩენილი.

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.