კოდისწყარო (კასპის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოდისწყარო.
სოფელი
კოდისწყარო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი კოდისწყარო
კოორდინატები 42°01′35″ ჩ. გ. 44°20′59″ ა. გ. / 42.02639° ჩ. გ. 44.34972° ა. გ. / 42.02639; 44.34972
ცენტრის სიმაღლე 740
მოსახლეობა 216[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 90,7 %
ოსები 9,3 %[2]
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კოდისწყარო (კასპის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
კოდისწყარო (კასპის მუნიციპალიტეტი)
კოდისწყარო (კასპის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
კოდისწყარო (კასპის მუნიციპალიტეტი)

კოდისწყარო[3]სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. თემის ცენტრი (სოფლები: ზადიანთკარი, ზემო რენე, ნიგოზა, სარიბარი, ქვემო რენე, ყარაფილა, ჩობალაური). ზღვის დონიდან 740 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 22 კილომეტრით.

2013 წლიდან სოფელი კოდისწყარო ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს სამთავისისა და კასპის ეპარქიას.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი იხსენიება ლეონტი მროველთან (XI საუკუნე)[5]. 1433 წელს სოფელი თაყა ზედგენიძემ შიომღვიმის მონასტერს შესწირა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში კოდისწყარო სამუხრანბატონოში შედიოდა.[6]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 216 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[7] [7] 312 155 157
2014[1] Decrease2.svg 216 112 104

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 56, თბ., 1987.
  4. წმიდა სინოდის სხდომის ოქმი 15.10.2013
  5. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ. I, გვ. 98, თბ., 1955
  6. საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ. გვ. 173
  7. 7.0 7.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II