ზემო ჩოჩეთის მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია
ზემო ჩოჩეთის მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჩოჩეთის ოკაანთ უბანში. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (17,4 X 11,7 მ), ნაგებია აგურით. აქვს ორი შესასვლელი - დასავლეთით და სამხრეთით. აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია, გვერდებზე - პატარა ბრტყელი ნიშები. თითო განიერი სარკმელი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშია, ერთი ვიწრო სარკმელი - დასავლეთ კედელში. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი მასიური პილასტრია, რომლებზეც გადადის კამარის საბჯენი თაღი. ეკელსიაში ყოფილა ხის პატრონიკე. ეკლესიას ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ორსართულიანი სამრეკლო აქვს მიშენებული, რომელიც გადახურულია აგურის გუმბათითა და კრამიტის პირამიდული სახურავით. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე და სამრეკლოს დასავლეთ კედელში ჩასმულ ქვიშაქვის ქვებზე შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული წარწერები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.