დოესი
სოფელი | |
---|---|
დოესი | |
![]() სამების ეკლესია | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
თემი | დოესი |
კოორდინატები | 41°56′06″ ჩ. გ. 44°14′37″ ა. გ. / 41.93500° ჩ. გ. 44.24361° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 580 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2323[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დოესი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მტკვრის შუა ხეობის ვაკეზე. მცხეთა-ძეგვი-ხიდისთავი-გორის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: დოესი, გრაკალი). ზღვის დონიდან 580 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 25 კილომეტრით.
სოფელში მდებარეობს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ეფრემ II-ის (სიდამონიძე) (1960-1972) სახლ-მუზეუმი. ასევე სამებისა და ღვთისმშობლის ბაზილიკური ეკლესიები.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1904 წლის 16 აგვისტოს, სოფლის მოედანზე შეიკრიბა გლეხობა. მათ უარი განაცხადეს თავად ციციშვილისთვის მაღალი გადასახადის გადახდაზე. აჯანყებულთა დასაწყნარებლად მოიწვიეს გორის მაზრის უფროსი ცხენოსანთა რაზმით. დააპატიმრა 5 მოთავე გლეხი.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2323 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 2818 | 1360 | 1458 |
2014[1] | ![]() |
1152 | 1171 |
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 605.
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 155.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
|