შინაარსზე გადასვლა

თეკნელას წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეკნელას წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩუბეთში. მდებარეობს ნასოფლარ თეკნელაში, ტყეში. თარიღდება XI-XIII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (7 X 4 მ), ნაგებია რიყის ქვით. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდის ღერძზე სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო პატარა ნიში. ქვემოთ, კედელთან სატრაპეზო ქვაა მოდგმული. მეორე უფრო მცირე სარკმელი სამხრეთ კედელშია. ინტერიერში შეიმჩნევა მოხატულობის კვალი.