კაბერის მცირე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კაბერის მცირე ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბესაკენ მიმავალ გზასა და მდინარე გოსტიბესწყალს შორის, ფერდობზე, გზიდან ასი მეტრის მანძილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. შენობა დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა და კონქის ნაწილი, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილები, დარბაზი ამოვსებულია ნანგრევებით. ეკლესია დარბაზულია (5,3 X 3,1 მ), ნაგებია დიდი თლილი ქვებით. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. გადახურვა სატრიუმფო თაღს და კედლებს ეყრდნობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.