ძლევის ქედის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძლევის ქედის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში ძლევის ქედზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. თავდაპირველად ეკლესია მცირე ზომის ყოფილა. XIX საუკუნეში მისათვის დასავლეთიდან მიუშენებიათ თითქმის მისივე ზომის ნაგებობა და ძველი და ახალი ნაწილებისათვის თლილი ქვის ერთიანი, თაროსებრი ლავგარდანი შემოუვლიათ.

ეკლესია დარბაზულია (10,4 X 5,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი ორი აქვს - დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმელი ამოქოლილია მარმარილოს ფილით. საკურთხეველში სატრაპეზო ქვა დგას. დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმელია. დასავლეთის ფასადის კარი შემკულია ქვის საპირეებით და ნახევარწრიული თაღით მთავრდება. ამავე ფასადზე, ფრონტონის კეხქვეშ, აგურით გამოყვანილია დეკორატიული ჯვარი. დანარჩენი ფასადები სადაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.