შინაარსზე გადასვლა

წინარეხის წმინდა თევდორეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წინარეხის წმინდა თევდორეს ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, ბორცვზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,75 X 4,3 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია ქვიშაქვის ლოდები, ფიქალი და აგურიც. არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მის ქვემოთ კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. საკურთხევლის კედელში დატანებულია ორი ნიში, რომელთაგან სამხრეთისა ორი ბრტყელი ქვით პირამიდულადაა გადახურული, ჩრდილოეთისა კი სწორკუთხაა. კედელში ერთი ვიწრო სწორკუთხა სარკმელია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომლის საბჯენი თაღი მარტივ კონსოლებს ეყრდნობა. თაღი კონქს ერწყმის.