სალომიის ლომისის საყდარი
იერსახე
სალომიის ლომისის საყდარი – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეს სამხრეთ-დასავლეთით, ნამოსახლარ გორაზე, სალომიასწყლის მარჯვენა მხარეს. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ძლიერ დაზიანებულია, გადარჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი საკურთხევლით. ეკლესიის მახლობლად არის ნასოფლარი, რომელზედაც შემორჩენილია ბაზალტის ზეთსახდელები - გელაზები. გადმოცემით აქ ლომისობა იმართებოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.