შინაარსზე გადასვლა

ლამისყანის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლამისყანის წმინდა გიორგის ეკლესიის საკურთხეველი

ლამისყანის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში. დგას ორბელიანების ციხე-გალავნის გარეთ, მის ჩრდილოეთ კედელთან. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. XIX საუკუნეში შეაკეთეს.

ეკლესია დარბაზულია (10,8 X 6,5 მ), ნაგებია აგურით, გამოყენებულია რიყის ქვაც. შიგნიდან სწორკუთხა შეღრმავებაში ჩასმული ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ფართო მხრებით გამოყოფილი ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, მაღლა სწორკუთხა არეში ჩასმული სარკმელია. ერთი ასეთივე სარკმელი დასავლეთ კედელშია, ხოლო ორი ჩრდილოეთ კედელში. ინტერიერი მთლიანად შელესილი და შეთეთრებულია. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი თაღოვანია. სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში თაღოვანი ნიშია. სამხრეთ-დასავლეთით ეკლესია გალავნის კოშკს ეკვრის დამატებითი, შუალედური კედლით, რომელშიც დასავლეთით თაღოვანი გასასვლელია გაჭრილი.

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.