კასპის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კასპის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია კასპში, ყაზბეგის ქუჩაზე, კვირაცხოვლის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 150 მეტრზე. თარიღდება ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,85 X 4,97 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. თაღები ამოყვანილია აგურით. შენობა დაზიანებულია. შიგნიდან და გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთითაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, მის გვერდებზე — ნახევარწრიული ნიშები. დარბაზის კამარა ეყრდნობა საბჯენ თაღს. დარბაზის დასავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]