მეფეთსადგომის ეკლესია
იერსახე
მეფეთსადგომის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (8 X 5,9 მ), ნაგებია თლილი ქვით, კამარის საბჯენი თაღი აგურისაა, ხოლო კამარა რიყის ქვის. შესასვლელი ორია: დასავლეთ კედლის ცენტრში; მეორე – ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს - სწორკუთხა ნიშები. თითო სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. ეკლესიის სახურავი ორფერდაა. გადახურულია ღარიანი კრამიტით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.