ჩაჩუბეთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაჩუბეთის ღვთისმშობლის ეკლესია – არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩუბეთის ტერიტორიაზე, თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (11x7 მ), ნაგებია ნატეხი ქვითა და თლილი ქვით. სამი შესასვლელი აქვს. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია, სამხრეთისაში კი ორი. შემორჩენილია მოხატულობის რამდენიმე ფრაგმენტი, ასომთავრული, ნუსხური და მხედრული წარწერები. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ირგვლივ წრეებში ჩასმული სამი ტოლმკლავა ჯვარია.

XVI-XVII საუკუნეებში ეკლესიისთვის სამი მხრიდან სათავსოები მიუშენებიათ. სამხრეთის მინაშენი - სამნაწილიანი კარიბჭე ყველაზე დიდია. კარიბჭის შუა ნაწილი მაღალია, გვერდითები კი დაბალი და ცალფერდა. ჩრდილოეთ მინაშენი ორნაწილიანია, რომლის აღმოსავლეთ მონაკვეთში გაჭრილია ეკლესიაში გასასვლელი კარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]