ქარის საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქარის საყდარიეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მაღალი მთის ფერდობზე. თარიღდება XVIII საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (7,3 X 4,95 მ), ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია თლილი ქვაც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნალისებრ აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია, გვერდებზე - მცირე ზომის სწორკუთხა ნიშები. აფსიდის სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას. დარბაზი გადახურულია რიყის ქვით ნაგები ცილინდრული კამარით. კამარის თლილი ქვის საბჯენი თაღი გრძივი კედლების შეკიდულ პილასტრებს ეყრდნობა. ეკლესიას სამხრეთით მინაშენი (3,8 X 4,9 მ) აქვს. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით და სამხრეთით თითო სარკმელია. მინაშენიც ცილინდრული კამარითაა გადახურული. კამარა სამხრეთით კედელს ეყრდნობა, ჩრდილოეთით - სვეტზე გადასულ ორ თაღს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]