ზირთის წმინდა გიორგის ეკლესია
იერსახე
ზირთის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩუბეთში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით 10 კილომეტრზე, ნასოფლარ ზირთაში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (6 X 3 მ), ნაგებია რიყისა და კლდის ქვით. დაზიანებულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 209.