საქადაგიანოს წმინდა დიმიტრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საქადაგიანოს წმინდა დიმიტრის ეკლესია - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარბაზული ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საქადაგიანოს სამხრეთ-დასავლეთით, შემაღლებულ ადგილზე. აღმოსავლეთ ფასადის წარწერაში აღნიშნულია აშენების თარიღი (1498 წელი) და მშენებელთა სახელები. ნაგებია უსწორმასწორო ფორმის ქვიშაქვის ლოდებით, რომელთა გარეთა პირი სუფდად არის დამუშავებული. შესასვლელი ორია. შიგნით კამარა პილასტრებზე ამოყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესია გადახურული იყო მწვანედ მოჭიქული კრამიტით. დასავლეთის მინაშენი უფრო გვიანდელი ხანისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწრილობა, ტ. 5, თბ., 1990