საკურთხისის წმინდა გიორგის ეკლესია
იერსახე
საკურთხისის წმინდა გიორგის ეკლესია, უმზეურა — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხიდან სამხრეთით, 10 კმ-ზე, ნასოფლარ საკურთხისის სამხრეთით 300-400 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (5,3 X 3,8 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის და ფორმის ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია წირთხლების ნაწილი). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხა სარკმელი ყოფილა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 218.