შინაარსზე გადასვლა

ქვემო ხანდაკის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო ხანდაკის მთავარანგელოზის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკში. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, ერთ კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5,5 X 4 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. არქიტრავიანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო სწორკუთხა ნიში. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. ყველა სარკმელი გარეთკენ ვიწროვდება. დარბაზის კამაროვანი გადახურვა ეყრდნობა დასავლეთ კედლის კუთხის პილასტრებზე დაბჯენილ თაღსა და აფსიდის მრვალპროფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღს. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, ნაწყობია აგურით.