გუდალეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გუდალეთის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთის დასავლეთით, თაგვიანთ უბანში. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8,2 X 4,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: გადახურვა და კედლის ზედა ნაწილი ჩამონგრეულია. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. შვერილი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მის გვერდებზე თითო ოთხკუთხა ნიშია. თითო თაღოვანი სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ მხარესაა. ყველა სარკმელი გარეთკენ ვიწროვდება. აფსიდის სარკმელში შემორჩენილია შელესილობა, რომელზეც მოხატულობის კვალი ჩანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.