კალობანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალობანის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორ კილომეტრზე, მთის ბორცვზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (8,2 X 7,4 მ), ნაგებია ტუფით, ქვიშაქვითა და აგურით. ეკლესია დაზიანებულია, მთლიანად შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი, რომელსაც ნათლად ეტყობა გადაკეთების კვალი. სატრიუმფო თაღთან შემორჩენილია ცილინდრული კამარის ფრაგმენტები. შეკეთების დროინდელია ფრონტონს შუა ნაწილში აგურის წყობით გამოყვანილი თანაბარმკლავებიანი ჯვარი. ფასადებს აგურის თაროსებრი ლავგარდანი შემოუყვება. XIX საუკუნეში ეკლესიისათვის ჩრდილოეთიდან მიუშენებიათ პატარა სათავსი, რომელშიც შესვლა ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით შეიძლება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.