ხოვლეს წითელი საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ხოვლეს წითელი საყდარიეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში. მდებარეობს სოფლიდან ორ კილომეტრზე, მდინარე ხეხმელას მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია. იგი გარედან წითელი თლილი ქვით ყოფილა მოპირკეთებული (აქედან მომდინარეობს სახელწოდება). შესასვლელი ორი იყო - დასავლეთით და სამხრეთით.

ეკლესიას სამხრეთიდან ეგვტერი, დასავლეთიდან კი კარიბჭე ჰქონია მიშენებული. სამივე ნაწილი გარედან სწორკუთხა გეგმაში იყო ჩასმული. ფასადები უხვად ყოფილა მოჩუქურთმებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]