იდლეთის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იდლეთის კვირაცხოვლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი, დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთის ცენტრში, ბექობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (4,45 X 3,85 მ), ნაგებია დიდი ნატეხი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და აგურიც. შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორკუთხა საკურთხეველში და დასავლეთ კედელში თითო ვიწრო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი ლოდებით, რომლებიც ამავე დროს თაროსებრ ლავგარდანს ქმნიდა. აღმოსავლეთით ლავგარდნის ორიოდე ქვაა შემორჩენილი. დასავლეთის კარის თავზე ჩასმულია რელიეფური ქვაჯვარი, რომლის კიდეებზე ორ სვეტად სომხური წარწერაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]