შინაარსზე გადასვლა

ზემო ხანდაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ხანდაკი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი ზემო ხანდაკი
კოორდინატები 41°54′09″ ჩ. გ. 44°18′51″ ა. გ. / 41.90250° ჩ. გ. 44.31417° ა. გ. / 41.90250; 44.31417
რწმუნებული გია იანვარაშვილი
ცენტრის სიმაღლე 610
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1561[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,1 %
აზერბაიჯანელები 0,9 %
ოსები 0,4 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო ხანდაკი — საქართველო
ზემო ხანდაკი
ზემო ხანდაკი — შიდა ქართლის მხარე
ზემო ხანდაკი
ზემო ხანდაკი — კასპის მუნიციპალიტეტი
ზემო ხანდაკი

ზემო ხანდაკი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), ზემო ხანდაკის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ზემო ხანდაკი, კალოუბანი).

მდებარეობს მდინარე თეძმის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 610 მ-ზე, კასპიდან 20 კმ-ის და მეტეხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 11 კმ-ის დაშორებით.

სოფელი „ხანდაკის“ სახელწოდებით ცნობილია XV საუკუნიდან. გვიანდელ შუა საუკუნეებში შედიოდა საციციანოში. ზემო ხანდაკი ეწოდა კავთურის ხეობის თანამოსახელე სოფლისგან (ახლანდ. ქვემო ხანდაკი) განსასხვავებლად.

1925 წელს სოფელში შეიქმნა ამხანაგობა „ახალი ცხოვრება“. ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა სოფლის მკვიდრი მიხეილ გოგიბედაშვილი. ამხანაგობის წევრებმა გადაწყვიტეს მიწის დასამუშავებელი მანქანის შეძენა.ცნობილი მეცნიერის კონსტანტინე ამირეჯიბის დახმარებით მათ შეძლეს ბანკიდან სახელმწიფო კრედიტის მიღება და უცხოური „ჰოლტის“ მარკის ტრაქტორის შეძენა. ტრაქტორი სოფელ ზემო ხანდაკში ჩამოიყვანა ინსტრუქტორ-მექანიკოსმა ივანე ლუკიანოვმა. მისი თანაშემწე იყო სერგო კელაპტრიშვილი, შემდგომში ერთ-ერთი პირველი ქართველი ტრაქტორისტი. ეს მოვლენა დიდი ზეიმით აღნიშნეს ზემო ხანდაკისა და მისი მეზობელი სოფლების მეტეხის, ახალქალაქისა და სხვათა მცხოვრებლებმა.[3]

კულტურული მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზემო ხანდაკიდან 1 კმ-ზე, სოფ. ხოვლისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, მთის ფერდობზე შემონახულია წმინდა თევდორეს სახელობის XIV–XVI საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია. სოფლის მახლობლად კიდევ ერთი გვიანდელი ფეოდალური ხანის სამების პატარა ეკლესია დგას, სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე — XVII–XVIII საუკუნეების კალობანის ეკლესია, სოფლის შუაში კი — XIX საუკუნის წმ. გიორგის ეკლესია.[3]

სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა, სავარაუდოდ მეტალურგიული საწარმოს ნაშთები.[3]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1561 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 1862 917 945
2014[1] 1561 800 761