საბოლიის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საბოლიის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩუბეთში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით, 7 კილომეტრზე, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7 X 4,6 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ, კედელთან მიდგმულია სატრაპეზო ქვა, ხოლო სარკმლის მარჯვენა მხარეს ნიშია. სარკმლები აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებშიც არის აგრეთვე. ეკლესია შიგნიდან შელესილია. ეკლესიის მცირე ეზო შემოფარგლულია გალავნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]