კავთის ღვთისმშობლის ეკლესია (თვალადი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კავთის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (10,5 X 4,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთითაა. ღრმა ნახევარწრიული ფართო აფსიდის ღერძზე სარკმელია. ორი შედარებით მცირე ნიში ჩრდილოეთ კედლის ქვედა ნაწილშია. დარბაზის გრძივ კედლებში თითო სარკმელია. საკურთხევლის წინ აგურის კანკელი მდგარა (შემორჩენილია ფრაგმენტები). საკურთხევლის იატაკზე მოგებულია ბრტყელი აგური. ეკლესია XIX საუკუნეში შეულესავთ. ფასადების კედლები დასრულებულია აგურის სამი რიგისაგან შედგენილი ლავგარდნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.