კავთისხევის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
იერსახე
კავთისხევის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის ხვედრელიანთ უბანში. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (5,95 X 4,6 მ), ნაგებია მოზრდილი პირმოსწორებული ლოდებით. გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიშია. კამარა შეკეთების დროს დაუდაბლებიათ და ახლა აფსიდის სატრიუმფო თაღს უშუალოდ ერწყმის. დარბაზს ორი სარკმელი აქვს: სამხრეთისა ოთხკუთხაა, დასავლეთისა – თაღოვანი. რთულპროფილიანი, აგურის ხუთი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი ახალია. ფრონტონები ძლიერ მახვილკუთხოვანია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.