ხოვლეს წმინდა თევდორეს ეკლესია
იერსახე
ხოვლეს წმინდა თევდორეს ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში. მდებარეობს სოფლის დასავლეთით 300-400 მეტრზე, სასაფლაოზე. მოსახლეობა მას კვირიკწმინდასაც უწოდებს. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (8,7 X 4,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია ქვიშაქვა და აგურიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარი გარედან არქიტრვულია, შიგნიდან - თაღოვანი. არქიტრავი ქვიშაქვისაა, თაღი მწვანე ფერის ტუფის თლილი კვადრებითაა ნაწყობი. ეკლესიას სამხრეთიდან მიშენებული ჰქონია კარიბჭე, რომლის მხოლოდ დასავლეთ კედლის ნაწილია შემორჩენილი.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 223.
- გომელაური ი.,„ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ხოვლეში“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 3 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1964 წელი. — გვ. 60-74
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2020-02-24.