ნოსტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სოფელი
ნოსტე
Towernoste.jpg
ნოსტეს კოშკი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი ახალციხე
კოორდინატები 41°51′11″ ჩ. გ. 44°22′28″ ა. გ. / 41.85306° ჩ. გ. 44.37444° ა. გ. / 41.85306; 44.37444
ცენტრის სიმაღლე 920
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 254[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 94,1 %
ოსები 5,5 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნოსტე — საქართველო
ნოსტე
ნოსტე — შიდა ქართლი
ნოსტე

ნოსტესოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, ახალციხის თემში.[1] მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 920 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 21 კილომეტრით. მეტეხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგურიდან) 13 კმ.

სოფლის მახლობლად ძველი ნასახლარია — გიორგი სააკაძის ყოფილი ციხე-დარბაზი, ხოლო სოფლის სამხრეთ-დასავლეთით ორი ეკლესიაა სამება და ღვთისმშობელი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოსტე სააკაძეთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. სააკაძეების გვარის ძირითადი შტო (სამეფო აზნაურები) ატენის ხეობის ზემო ნაწილში ტანასწყლის ხეობასა და რაზმითის მთის მიდამოებში სახლობდა. აქ იყო მათი ძველი სამკვიდრო სოფლები ფელი და კიკნათბერი. XV საუკუნიდან სააკაძეებმა დაიწყეს თავისი მამულების გაფართოება თეძმის ხეობაში, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა გიორგის მამამ სიაუშმა და ბიძებმა. ეს საქმე წარმატებით დაასრულა მოურავმა (1609 წლიდან) გიორგი სააკაძემ (დაახლოებით 1580-1629 წწ.). მან თავისი საგვარეულოს პოლიტიკური რეზიდენცია ფელიდან ნოსტეში გადმოიტანა. ნოსტე სამიმოსვლო გზებით იყო დაკავშირებული ქართლის სხვა რაიონებთან და ახლოს იყო მეფეთა ერთ-ერთ საზაფხულო რეზიდენციასთან — ცხირეთთან. 1611 წელს ნოსტეში გამართულ ნადიმზე ნახა პირველად მეფე ლუარსაბ II-მ გიორგი სააკაძის და. თავადების წინააღმდეგობის მიუხედავად ლუარსაბ მეფემ იქორწინა გიორგის დაზე. 1612 წელს გიორგი სააკაძის აღზევების გამო განაწყენებულმა დიდგვაროვანმა თავადებმა ნოსტე დაარბიეს. მოურავი სპარსეთში გაიქცა. მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შესძლო მან რეზიდენციის აღდგენა (1620-1625 წწ.). 1626 წელს ნოსტე კვლავ დაარბიეს თავადებმა და სააკაძისეული მამულები მიიტაცეს. XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფემ სააკაძის ცოლ-შვილს მამულები დაუბრუნა.

ბატონყმობის გაუქმებამდე მებატონეთაგან შევიწროებულ ნოსტეს გლეხებს არაერთხელ მოუწყვიათ შეიარაღებული გამოსვლები. 1858 წელს მებატონე თარხნიშვილების გლეხებმა უარი განაცხადეს გადასახადებზე. მოხდა შეიარაღებული შეტაკება. გლეხებთან მოსალაპარაკებლად მთავრობამ იასაული გაგზავნა. აღელვებული გლეხები მას სიკვდილით დაემუქრნენ. ხელისუფლებამ მოთავენი დააპატიმრა. ზოგი მათგანი გადაასახლეს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 254 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 350 174 176
2014[1] Decrease2.svg 254 133 121

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]