მუხაურის წმინდა გიორგის ეკლესია
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
მუხაურის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, ნასოფლარ მუხაურზე, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (7,7 X 5,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდის ღერძზე სარკმელია, მის გვერდებზე - ორი ნიში. თითო სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში სარკმლები შიგნიდან შეისრულია, გარედან - სწორკუთხა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 181, თბ., 1990 წელი.