კავთისხევის წმინდა გიორგის ეკლესია
კავთისხევის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის თხინვალიაანთ უბანში. სამხრეთ კარის ტიმპანზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის მიხედვით, ეკლესია 1886 წელს აუგია ოსტატ ჯაბადარს.
ეკლესია დარბაზულია (20,85 × 8,55 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. კონსტრუქციის ნაწილები და ლავგარდანი აგურისაა. ეკლესიის მთავარი შესასვლელი სამხრეთიდანაა, დანარჩენი ორი ამოქოლილია. ნახევარწრიულ აფსიდში სამი სარკმელია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც ერთსაფეხურიან პილასტრებზე ამოყვანილ ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. გრძივ კედლებში ოთხ-ოთხი ფართო სარკმელია. ინტერიერის დასავლეთ ნაწილში სამმალიანი თაღებით გახსნილი პატრონიკეა. აღმოსავლეთ ფასადზე საკურთხევლის ნახევარწრიული შვერილია. დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებზე, ცენტრალურ არეებში აგურის წყობით გამოყვანილია დეკორატიული ჯვრები. დასავლეთ ფასადის ფრონტონის კუთხეზე ნახევარწრიული თაღებით გახსნილი ოთხბოძიანი სამრეკლო დგას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990.