ისიდორაანთ საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისიდორაანთ საყდარიეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში. მდებარეობს მდინარე ხევხმელას დასავლეთით, სოფლის სასაფლაოზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (13,4 X 7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და ქვიშაქვაც. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში სარკმლის კვალი არ შეიმჩნევა. აფსიდის ჩრდილოეთ მხარეს ნიშია, მარჯვნივ - მცირე ზომის სათავსი. გრძივი კედლები და შეისრული კამარა წყვილი პილასტრით და შეისრული საბჯენი თაღითაა დანაწევრებული. ინტერიერში შეიმჩნევა მოხატულობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია ქვიშაქვის რამდენიმე საპირე ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]