კვართის წმინდა გიორგის ეკლესია
იერსახე
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/41/Kvarti_St._George%27s_Church_in_khovle.jpg/220px-Kvarti_St._George%27s_Church_in_khovle.jpg)
კვართის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში. მდებარეობს მდინარე ხეხმელას დასავლეთით, სოფლის სასაფლაოზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ეკლესიას შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავული ორი შესასვლელი აქვს - ერთი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში, მეორე - დასავლეთ კედელში (ამოშენებულია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე გვერდზე - სწორკუთხა ნიში. ასეთივე სარკმელია სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილში. დარბაზის დასავლეთ კედელში სარკმლის თაღი ებჯინება კამაროვან გადახურვას. გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 221-222.