ლავრისხევის ლავრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Lavriskhevi church (2).jpg

ლავრისხევის ლავრა — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლავრისხევის სამხრეთით, 1-1,5 კილომეტრზე. თარიღდება X საუკუნის პირველი ნახევრით.

ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა (9,5 X 9 მ), ნაგებია საშუალო ზომის მოყავისფრო-მოყვითალო ნატეხი ქვიშაქვით, გამოყენებულია ბაზალტი და ტუფიც. XIX საუკუნეში ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესეს და მოხატეს, დააგეს ხის იატაკი, დადგეს კანკელი და გადახურეს თუნუქით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - ჩრდილოეთ მკლავის ჩრდილოეთ კედელში და დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედელში. აღმოსავლეთ მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. რვაწახნაგა გუმბათი ოდნავ წაგრძელებულ მართკუთხედს ემყარება. გუმბათი გადახურულია შეკრული კამარით. მკლავების გრძივ კედლებში ამოყვანილია თაღები, რომლებსაც კონსტუქციული და დეკორატიული მნიშვნელობაც აქვთ. ეკლესიაში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.