შინაარსზე გადასვლა

ხოვლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ხოვლე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი ხოვლე
კოორდინატები 41°53′38″ ჩ. გ. 44°14′30″ ა. გ. / 41.89389° ჩ. გ. 44.24167° ა. გ. / 41.89389; 44.24167
ცენტრის სიმაღლე 720
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1449[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,8 %
ოსები 0,8 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხოვლე — საქართველო
ხოვლე
ხოვლე — შიდა ქართლი
ხოვლე
ხოვლე — კასპის მუნიციპალიტეტი
ხოვლე

ხოვლესოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი.[1] მდებარეობს მდინარე ხევხმელას (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 720 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 26 კილომეტრით. გრაკლიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 7კმ-ზე.

სოფელში მდებარეობს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი. გოგირდოვანი მინერალური წყლის ბაზაზე მოქმედებს სააბაზანო.

ისტორიული დოკუმენტის თანახმად, 1258 წელს ჰასან სუმბატისძემ (იხ. სუმბათაშვილები) მეჭურჭლეთუხუცეს და ერისთავთ-ერისთავ კახა თორელს მიჰყიდა სოფელი ხოვლე, რომელიც კახა თორელმა რკონის ღვთისმშობლის ეკლესიას შესწირა.[3]

სოფელში და მის მიდამოებში მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა. 1863 წელს გლეხები რამდენიმეჯერ გამოვიდნენ მემამულეების წინააღმდეგ. მემამულე ვეზირიშვილმა გლეხებს ფულადი გადასახადი გაუდიდა. აღელვებულმა გლეხობამ საჩივრით მიმართა კავკასიის მეფისნაცვალს, მაგრამ მმართველობის ორგანოებმა მემამულის ინტერესები დაიცვა. სოფელში ჩააყენა ეგზეკუცია. მემამულის ბრძანებით კაზაკებმა დაარბიეს სოფელი. გლეხები ტყეში გაიხიზნენ. გლეხთა წინააღმდეგობა დაძლეული იქნა 1863 წლის 13 აგვისტოს. მეფისნაცვლის განკარგულებით ეგზეკუცია მოიხსნა.

XIX საუკუნის 60-იან წლებში აქ დაარსდა პირველი სოფლის სკოლა, რომელშიც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღვთო რჯულსა და ხელსაქმეს. 1864 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თაოსნობით სკოლა გადაკეთდა ოთხწლიან სასწავლებლად. 1868 წლის სექტემბრიდან შეუდგა მუშაობას ახალი პროგრამით. სწავლება ქართულ ენაზე წარმოებდა. სკოლა სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: ნ. თარხნიშვილი, გრ. კავსაძე, ი. ციციშვილი, ი. ცხვედაძე, ი. ჭიჭინაძე, ზ. ჯავახიშვილი, ქ. ჯავახიშვილი და სხვა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1449 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[4] 2129
1911[5] 2116
2002[6] 1979 953 1026
2014[1] 1449 711 738