თელეთის საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელეთის საყდარიეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კალოუბანში, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება XIII საუკუნით. ეკლესია დარბაზულია (3,3 X 2,3 ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აფსიდის ღერძზე სარკმელია, გვერდებზე ნიშები. ეკლესია შიგნიდან შელესილია. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]