ფუნაგისის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფუნაგისის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის სამხრეთ-დასავლეთით, ფერდობზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,1 X 4,8 მ), ნაგებია უხეშად დაკუთხული და პირგათლილი მოზრდილი ლოდებით. წყობაში ურევია რიყის ქვა და აგური. ეკლესია დაზიანებულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. გარედან კარის ზედა ნაწილი ჩამონგრეულია, შიგნიდან კარს 2,15 მეტრი სიგრძის არქიტრავის გათლილი ქვა ადევს. ნახევარწრიული აფსიდის კონქი გაბრტყელებულია. მას მარტივ კონსოლებზე დაყრდნობილი ასეთივე ფორმის სატრიუმფო თაღი აქვს. ნახევარწრიული კამარით გადახურული დარბაზი შელესილი და მოხატული ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.