ზემო ხანდაკის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზემო ხანდაკის სამების ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკიდან 2-3 კილომეტრზე, მოშიშვლებულ ბორცვზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8,15 X 5,75 მ), ნაგებია ნატეხი რიყის ქვითა და ქვაფიქალით. გარედან არქიტრავული, შიგნიდან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. არაღრმა აფსიდის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. მის ორივე მხარეს მცირე ნიშებია. სარკმლის ქვეშ მთლიანი ქვის სატრაპეზო დგას. ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია. დარბაზის ცილინდრული კამარის ქუსლები გრძივ კედლებს ეყრდნობა. აღმოსავლეთის ფასადი საკმაოდ განიერია და მეტისმეტად მაღალი ფრონტონი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.