ეკლესია შუბნიშანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეკლესია შუბნიშანი — ეკლესია კასპში, ყაზბეგის ქუჩაზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,5 × 5 მ), ნაგებია მოყვითალო ფერის უხეშად დამუშავებული ქვის დიდი კვადრებით, გამოყენებულია ნატეხი ქვა და აგურიც. ეკლესია დაზიანებულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. საკურთხევლის ქვედა ნაწილი სარკმლის ძირამდე სწორკუთხაა, შემდეგ - ნალისებრი. აფსიდი კონქითაა გადახურული, საკურთხეველში დგას სატრაპეზო ქვა, ჩრდილოეთით ორი ნიშია, სამხრეთით - ერთი. სატრიუმფო თაღი იმპოსტებს ეყრდნობა. დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში ერთი სარკმელია. დასავლეთ ფასადზე, კარის თავზე აგურის წყობით გამოყვანილია ჯვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.