ცხავერის კვირაცხოვლის ეკლესია
იერსახე
ცხავერის კვირაცხოვლის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერში. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, 500 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (6,5 X 3,85 მ), ნაგებია ქვიშაქვით და ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. შემორჩენილია მხოლოდ ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთ მხარე ნიშით და კედლების ქვედა ნაწილი 1-1,5 მეტრის სიმაღლეზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 210.