ოძისის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოძისის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსტეს სამხრეთით, ნასოფლარ ოძისში. ლეკების შემოსევების დროს მოსახლეობა აქედან აყრილა და გადასახლებულა ქსნის ხეობაში. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა (11,4 X 8,2 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვებით. ისრული თაღებით გადახურული შესასვლელები სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების დასავლეთ მონაკვეთშია. შუა ნავში, აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ (გარედან შვერილი ხუთგვერდა) აფსიდში ერთი განიერი სარკმელი და სამი მაღალი და განიერი ნიშია, რომლებიც გადახურულია სამკბილა „ტალღოვანი“ თაღით. საკურთხეველში დგას სატრაპეზო ქვა. შუა ნავს კიდევ ორი სარკმელი აქვს სამხრეთით. თითო სარკმელია გვერდის აღმოსავლეთ ბოლოებში. შუა ნავი გვერდის ნავებზე ორჯერ უფრო განიერია და მათგან გამოყოფილია სამ-სამი ისრული თაღით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]