ლამისყანის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლამისყანის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში. დგას ძველ სასაფლაოზე, გზის პირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,7 X 5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით, კონსტრუქციის ნაწილები კარგად გათლილი შირიმის ქვისაა. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ კედლის შუა მონაკვეთში ყოფილა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის მარცხნივ სწორკუთხა ნიშია.

მოგვიანებით ეკლესიისათვის ჩრდილოეთიდან მიუშენებიათ მეორე ეკლესია (7,7 X 3,9 მ). რომლის ფასადის ღერძზეც თაღოვანი სარკმელია, მის მარჯვნივ კი სწორკუთხა ნიში. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.