ისაბელ პორტუგალიელი (1397-1471)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ისაბელ პორტუგალიელი
Rogier van der Weyden (workshop of) - Portrait of Isabella of Portugal.jpg
ბურგუნდიის, ლუქსემბურგის, ნემურის, ბრაბანტისა და ლიმბურგის ჰერცოგინია, ნევერის, არტუას, შაროლუას, ფლანდრიის, ჰოლანდიის, ფრიზიის, ზელანდიისა და ენოს გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 7 იანვარი, 1430
მმართ. დასასრული: 15 ივლისი, 1467
წინამორბედი: ბონა არტუელი
მემკვიდრე: მარგარეტ იორკელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 თებერვალი, 1397
დაბ. ადგილი: ევორა, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 17 დეკემბერი, 1471, (74 წლის)
გარდ. ადგილი: დიჟონი, ბურგუნდია
მეუღლე: ფილიპ III, ბურგუნდიის ჰერცოგი
შვილები: შარლ I, ბურგუნდიის ჰერცოგი
დინასტია: ავისები
მამა: ჟუან I, პორტუგალიის მეფე
დედა: ფილიპა ლანკასტერი
რელიგია: კათოლიციზმი

ისაბელ პორტუგალიელი (პორტ. Isabel de Portugal, ფრანგ. Isabelle de Portugal; დ. 21 თებერვალი, 1397, ევორა, პორტუგალია — გ. 17 დეკემბერი, 1471, დიჟონი, ბურგუნდია) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ფილიპა ლანკასტერის ქალიშვილი. ბურგუნდიის ჰერცოგინია 1430-67 წლებში როგორც ფილიპ III-ის მესამე მეუღლე. ბურგუნდიის ჰერცოგ შარლ I-ის დედა. ისაბელი იყო თავისი ქმრის რეგენტი 1432 და 1441-43 წლებში, როდესაც მისი ქმარი საომრად იყო წასული. მან უბიძგა თავის ქმარს 1439 წელს ინგლისთან ალიანსის შექმნისა და 1444 წელს ჰოლანდიის შემოერთებისკენ.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისაბელი დაიბადა 1397 წლის 21 თებერვალს, პორტუგალიის ქალაქ ევორაში. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუან I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ფილიპა ლანკასტერის ქალიშვილი. იგი მათი მეოთხე შვილი და ერთადერთი ქალიშვილი იყო, რის გამოც მას ლისაბონის სამეფო კარზე განსაკუთრებულად ზრდიდნენ. დედოფალმა ფილიპამ ყველა თავის შვილს და მათ შორის ისაბელსაც ღრმად ჩაუნერგა მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა, კათოლიკური რწმენა და სიყვარული განათლებისადმი. ინფანტა ისაბელს ძალიან უყვარდა კითხვა და დიდად ინტერესდებოდა პოლიტიკით. მამამისმა განაცხადა, რომ ისაბელი საკმაოდ კარგად ერკვეოდა პოლიტიკაში. იგი განათლებას ძმებთან ერთად იღებდა და სწავლობდა ლათინურს, ესპანურს, ფრანგულს, ინგლისურსა და იტალიურს. მას აგრეთვე ძალიან უყვარდა ნადირობა.

ისაბელი და წმინდა ელიზაბეთი

1415 წელს ბიძამისისგან, ინგლისის მეფე ჰენრი V-გან წამოვიდა საქორწინო წინადადება, რომელიც მასა და ისაბელს შორის უნდა შემდგარიყო, რასაც უნდა მოჰყოლოდა პორტუგალია-ინგლისის კვლავ გაერთიანება საფრანგეთის წინააღმდეგ. მიუხედავად ყველაფრისა, მოლაპარაკებები ჩაიშალა და წარმოიშვა რისკი, რომ ისაბელი გასათხოვარი დარჩებოდა. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ 1415 წელს დედოფალ ფილიპას დაკრძალვაზე სამეფო კარის მანდილოსნებმა ინფანტა ერთ-ერთ დიდგვაროვანთან საკმაოდ ახლო ურთიერთობისას შენიშნეს.

საქორწინო მოლაპარაკებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისაბელა 30 წლამდე გაუთხოვარი იყო, რაც იმ ეპოქაში უკვე შინაბერობას ნიშნავდა. თუმცაღა, მიუხედავად ყველაფრისა, 1428 წელს უკვე მეორედ დაქვრივებულმა ბურგუნდიის ჰერცოგმა ფილიპ III ვალუამ ისაბელის ხელი ითხოვა. ფილიპს აქამდე ორი ცოლი ჰყავდა — მიშელ დე ვალუა და ბონა არტუელი — რომლებიც ისე გარდაიცვალნენ, რომ მას მემკვიდრე ვერ დაუტოვეს, ამიტომაც ჰერცოგმა მესამედ დაქორწინება განიზრახა, რათა როგორმე დაეტოვებინა მემკვიდრე. თავად ფილიპი, თავისი ბიძაშვილის, საფრანგეთის მეფის მოკავშირე და ინგლისელთა მტერი იყო, რის გამოც კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა ისაბელის ცოლად შესართავად, რათა ინგლისისათვის პორტუგალია, როგორც მოკავშირე წაერთმია. გარდა ამისა, სხვა იმ დროის ქალბატონებთან შედარებით, ისაბელი საკმაოდ მომხიბვლელი, ინტელექტუალი, მოხდენილი, გემოვნებიანი და ხალისიანი იყო.

ფილიპ III-მ 1428 წლის 19 ოქტომბერს, ლისაბონში თავისი უზარმაზარი დელეგაცია გააგზავნა, საქორწინო მოლაპარაკებების საწარმოებლად. ბურგუნდიელები პორტუგალიაში 2 დეკემბერს ჩავიდნენ, თუმცა 16 დეკემბრამდე სამეფო ოჯახის წევრებს ვერ შეხვდნენ. ბურგუნდიელებს, მეფე ჟუანსა და ისაბელის ძმებს შორის მოლაპარაკებები თითქმის მთელი თვე გაიწელა და საბოლოოდ 1429 წლის 19 იანვარს საბოლოოდ დაიდო საქორწინო ხელშეკრულება. ამავე დღეს ბურგუნდიის ელჩმა ფილიპის სახელით ითხოვა ინფანტა ისაბელის ხელი, რაზეც ცხადია თანხმობა მიიღო. ბურგუნდიელები უკან 2 თებერვალს გაემგზავრნენ, სამშობლოში 5 მაისს ჩააღწიეს ჰერცოგის ნახვა კი მხოლოდ 4 ივნისს შესძლეს. მას შემდეგ რაც უკვე ფილიპმაც მოაწერა ხელი საქორწინო ხელშეკრულებას ჯერ მარიონეტული, ხოლო შემდეგ ნამდვილი ქორწინების ჯერი დადგა. ისაბელისა და ფილიპის მარიონეტული ქორწინება 1429 წლის 24 ივლისს შედგა, რის შემდეგაც პორტუგალიის ინფანტა დიდი ამალითა და უძვირფასესი მზითვით დაიძრა ბურგუნდიისკენ.

ბურგუნდიის ჰერცოგინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარჩენილი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Marshall, Rosalind K. (2003), Scottish Queens: 1044-1714, Tuckwell Press
  • Taylor, Aline S. (2001), Isabel of Burgundy : the Duchess who Played Politics in the Age of Joan of Arc, 1397-1471, Madison Books, ISBN 1-56833-227-0
  • Leite, José Guilherme Reis, "Os Flamengos na Colonização dos Açores", Boletim do Instituto Histórico da Ilha Terceira (in Portuguese) (LXX), Angra do Heroísmo (Azores), Portugal, pp. 57–74
  • Bowles, Edmund A. (July 1953), "Instruments at the Court of Burgundy (1363-1467)", The Galpin Society Journal, 6, pp. 41–51
  • Campbell, Lorne; Szafran, Yvonne (March 2004), "The Portrait of Isabella of Portugal, Duchess of Burgundy, in the J. Paul Getty Museum", The Burlington Magazine, 146 (1212), pp. 148–157
  • Friedman, Jane (Summer 1982), "A New Look at the Imagery of Isabelle of Portugal", Notes in the History of Art, 1 (4), pp. 9–12
  • Luber, Katherine (Spring 1988), "Patronage and Pilgrimage: Jan van Eyck, the Adornes Family, and Two Paintings of 'Saint Francis in Portraiture'", Philadelphia Museum of Art Bulletin, 91 (386/387), pp. 24–37