ადელგუნდეშ პორტუგალიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ადელგუნდეშ პორტუგალიელი
Adelgundes of Portugal, Duchess of Guimarães.jpg
წოდებები
ბარდის გრაფინია
ხიმარესის ჰერცოგინია
პორტუგალიის ინფანტა
დაიბადა 10 ნოემბერი, 1858
შტუტგარტი, გერმანია
გარდაიცვალა 15 აპრილი, 1946, (87 წლის)
ბერნი, შვეიცარია
საგვარეულო ბრაგანსები
მეუღლე(ები) ენრიკე, ბარდის გრაფი
შვილ(ებ)ი არ ჰყოლია
მამა მიგელ I, პორტუგალიის მეფე
დედა ადელაიდა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგი
რელიგია კათოლიციზმი

ადელგუნდეშ პორტუგალიელი (პორტ. Adelgundes de Portugal; დ. 10 ნოემბერი, 1858 — გ. 15 აპრილი, 1946) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე მიგელ I-ის ქალიშვილი. პარმის ჰერცოგ კარლო III-ის რძალი, როგორც მისი ვაჟის, ბარდის გრაფ ენრიკეს მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადელგუნდეში დაიბადა 1858 წლის 10 ნოემბერს შტუტგარტში. იგი იყო წარსულში პორტუგალიის მეფე მიგელ I-ისა და მისი ცოლის, ადელაიდა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგის შუათანა ქალიშვილი. იგი მამამისის დამხობიდან 24 წლის შემდეგ დაიბადა. 1866 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, დედასა და და-ძმებთან ერთად დედის საგვარეულო მამულში ცხოვრობდა.

1876 წლის 15 ოქტომბერს ზალსბურგში, ავსტრიაში შედგა ადელგუნდეშისა და ბარდის გრაფ ენრიკე დე ბურბონის ქორწინება. იგი იყო პარმის ჰერცოგ კარლო III-ისა და მისი მეუღლის, საფრანგეთის პრინცესა ლუიზ მარი ტერეზ არტუელის ვაჟი. სიძე ამ დროს 25 წლის იყო, ხოლო პატარძალი 21-ის. ქორწინება ხანგრძლივი იყო, რა დროსაც ადელგუნდეში ცხრაჯერ დაორსულდა, თუმცა ყველა მათგანი მუცლის მოშლით დასრულდა, ამიტომაც შვილები არ ჰყოლიათ. ოცდაათწლიანი ქორწინების შემდეგ, 1905 წელს ადელგუნდეში დაქვრივდა.

1920-1928 წლებში იგი თავისი ძმისწულის, მიგელისტთა კანდიდატ დუარტე ნუნოს რეგენტი იყო აბზენტიაში. ამ რეგენტობის პერიოდში, მან თავისთან შეიფარა პორტუგალიის დამხობილი მეფე მანუელ II. 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად, ადელგუნდეში იძულებული გახდა დაეტოვებინა იტალია და შვეიცარიაში გაიქცა, სადაც ბერნში გაატარა უკანასკნელი წლები. იგი სწორედ აქ, 1946 წლის 15 აპრილს გარდაიცვალა 87 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Darryl Lundy (5 June 2004). "Adelgunde de Bragança, Infanta de Portugal". ThePeerage.com. Retrieved 16 November 2008.
  • Paul Theroff. "PORTUGAL". Paul Theroff's Royal Genealogy Site. Retrieved 16 November 2008.
  • Martin K. I. Christensen (22 July 2008). "WOMEN IN POWER: 1900-1940". Worldwide Guide to Women in Leadership. Retrieved 17 November 2008.