მარგარიტა დე ვალუა (1523-1574)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მარგარეტ დე ვალუა)
მარგარიტა დე ვალუა
Margaret de Valois

მარგარიტა დე ვალუას პორტრეტი, ფრანსუა კოლუეტის ნახატი
ბერის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 1550
მმართ. დასასრული: 1574
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრე: ფრანსუა დე ვალუა
სავოიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 1559
მმართ. დასასრული: 1574
წინამორბედი: ბეატრიზ პორტუგალიელი
მემკვიდრე: კატალინა მიკაელა ჰაბსბურგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 ივნისი, 1523
გარდ. თარიღი: 15 სექტემბერი, 1574 (51 წლის)
მეუღლე: ემანუელ ფილიბერტ სავოიელი
შვილები: კარლო ემანუელე I სავოიელი
დინასტია: ვალუები
მამა: ფრანსუა I
დედა: კლაუდია დე ვალუა
რელიგია: კათოლიციზმი

მარგარიტა დე ვალუა (ფრანგ. Marguerite de Valois; დ. 5 ივნისი 1523 — გ.15 სექტემბერი 1574), აგრეთვე ცნობილი როგორც მარგარიტა ფრანგისაფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ისა და დედოფალ კლაუდიას ნაბოლარა ქალიშვილი.[1] 1550 წელს დააარსა საკუთარი ბერის საჰერცოგო რომლის მმართველიც თავად გახდა. 1559 წელს ცოლად გაჰყვა სავოიის ჰერცოგ ემანუელ ფილიბერტს, აქედან მოყოლებული მას სავოიის ჰერცოგინიის ტიტულიც ენიჭება. გარდაიცვალა 1574 წელს ტურინში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტა დაიბადა საფრანგეთის სამეფო ოჯახში სენ-ჟერმენ-ან-ლაის სასახლეში.მისი მშობლები იყვნენ საფრანგეთის მეფე-დედოფალ ფრანსუა I და კლაუდია დე ვალუა. მარგარიტას ისევე როგორც მის დას, მადლენას დედის გარდაცვალების შემდეგ დედინაცვალი - ელეონორა და მამიდა, ნავარას დედოფალი, მარგარიტა ზრდიდა. 1533 წელს მის უფროს ძმას ანრის ცოლად შერთეს მდიდარი იტალიელი გოგონა ეკატერინე მედიჩი, და ახლა მარგარიტასაც უპირებდნენ გათხოვებას. მისი საქმრო იყო ესპანეთის მეფის და ს.რ.ი.-ს იმპერატორის კარლ V -ის უფროსი ვაჟი ფილიპე . თუმცა მისმა ძმებმა ფრანსისმა და შარლმა ეს ქორწინება არ დაუშვეს რადგან იცოდნენ რომ მასაც მადლენას ბედი ეწეოდა. 1547 წელს საფრანგეთის მეფე-დედოფალი ხდებიან მისი უფროსი ძმა ანრი და მისი მეუღლე ეკატერინე. 1550 წელის 29 აპრილს 26 წლის მარგარეტმა დააარსა საკუთარი ბერის საჰერცოგო რომლის მმართველიც თავადვე გახდა. 

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1559 წელს მისმა ძმამ, მეფე ანრიმ მას ახალი საქმრო უპოვნა - სავოიის ჰერცოგი ემანუელ ფილიბერტი. თავად ანრი კი ამავე წელს მოკვდა თავისი ქალიშვილის - ელიზაბეტას ქორწილში. ხოლო ტახტზე ადიან ანრის შვილი - ფრანსუა II და მისი მეუღლე, შოტლანდიის დედოფალი მარიამ სტიუარტი. მარიამი იყო მარგარიტას დის მადლენას ქმრის შვილი  მეორე ცოლისგან.

1559 წლის 9 ივლისს მარგარიტამ და ემანუელ ფილიბერტმა შუაღამისას იქორწინეს ჩუმად, წმინდა პავლეს ტაძარში. ამ ქორწინებას დაესწრო მხოლოდ დედოფალი ეკატერინე მედიჩი რომელიც თავისი მომაკვდავი ქმრის თხოვნით მივიდა იქ. ეკატერინე იჯდა თავისთვის სკამზე და მწარედ ქვითინებდა. 10 ივლისს კი ანრი გარდაიცვალა. 

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტას და მის მეუღლეს მხოლოდ 1 შვილი ეყოლათ შარლ ემანუელი. მოგვიანებით შარლ ემანუელმა ცოლად შეირთო ესპანეთის ინფანტა კატალინა მიკაელა. კატალინა მიკაელას დედა იყო ელიზაბეტა ვალუა, მარგარეტის ძმის ანრის შვილი. 1574 წელს გარდაიცვალა მარგარიტა 51 წლის . იგი დაკრძალულია ქალაქ ტურინის საკათედრო ტაძარში.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  •  Marshall, Rosalind K. (2003). Scottish Queens, 1034-1714. Tuckwell Press. p. 10o.
  • Seong-Hak Kim, Michel de L'Hôpital: The Vision of a Reformist Chancellor During the French Religious Wars, (Truman State University Press, 1997), 26.
  • Strage, Mark (1976). Women of Power: The Life and Times of Catherine de' Medici. New York and London: Harcourt, Brace & Jovanovich. pp. 95–96
  • Strage, p. 98

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kathleen Wellman, Queens and Mistresses of Renaissance France, (Yale University Press, 2013), 277.