მარია ანა პორტუგალიელი (1843-1884)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია ანა პორტუგალიელი
Maria Anna, Princess George of Saxony (c. 1883).png
წოდებები
საქსონიის პრინცესა
პორტუგალიის ინფანტა
დაიბადა 21 აგვისტო, 1843
ლისაბონი, პორტუგალია
გარდაიცვალა 5 თებერვალი, 1884, (40 წლის)
დრეზდენი, გერმანია
საგვარეულო ბრაგანსები
მეუღლე(ები) გეორგ საქსონიელი
შვილ(ებ)ი რვა შვილი
მამა ფერნანდუ II, პორტუგალიის მეფე
დედა მარია II, პორტუგალიის დედოფალი
რელიგია კათოლიციზმი

მარია ანა პორტუგალიელი (პორტ. Maria Ana de Portugal, გერმ. Maria Anna von Portugal; დ. 21 აგვისტო, 1843 — გ. 5 თებერვალი, 1884) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის დედოფალ მარია II-ისა და მისი მეორე მეუღლის, მეფე ფერნანდუ II-ის უფროსი ქალიშვილი. საქსონიის მეფე გეორგ I-ის ერთადერთი მეუღლე, თუმცა იგი ქმრის გამეფებამდე გარდაიცვალა, ამიტომაც დედოფალი არასდროს ყოფილა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ანა დაიბადა 1843 წლის 21 აგვისტოს ლისაბონში. იგი იყო პორტუგალიის დედოფალ მარია II-ისა და მისი მეორე მეუღლისა და თანამმართველის, მეფე ფერნანდუ II-ის უფროსი ქალიშვილი. დედის მხრიდან იგი იყო ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ის შვილიშვილი, პედრუ II-ის მამიდაშვილი და ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ისა და ესპანეთის მეფე კარლ IV-ის შვილთაშვილი. მისი ორი ძმა, პედრუ V და ლუიშ I შემდგომში პორტუგალიის მეფეები გახდნენ, ხოლო ლუიშის ხაზით მარია ანა პორტუგალიის მეფე კარლუშ I-ს მამიდად ერგება.

1859 წლის 11 მაისს, ლისაბონში მარია ანა ცოლად გაჰყვა საქსონიის ტახტის მემკვიდრეს, პრინც გეორგს. ამით მარია ანა პირველი პორტუგალიელი ინფანტა გახდა, რომელიც საქსონიის სამეფო ოჯახში შევიდა.

მარია ანასა და გეორგს, ხანგრძლივი ქორწინებიდან სულ რვა შვილი შეეძინათ, მათ შორის მომავალი მეფე ფრიდრიხ ავგუსტ III. იგი გარდაიცვალა მოულოდნელად, 1884 წლის 5 თებერვალს, 40 წლის ასაკში, დრეზდენში, საქსონიაში. იგი დაკრძალეს დრეზდენის კათოლიკურ კათედრალში. მისი ქმარი მეორედ აღარ დაქორწინებულა და 1904 წელს საქსონიის მეფეც გახდა, მათ შვილებზე კი მარია ანას და, ანტონია ზრუნავდა, რომელიც ასევე გერმანიაში იყო გათხოვილი ჰოენცოლერნის მთავარზე.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარია იოჰანა (1860-1861), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ელიზაბეთ ალბერტინა (1862-1863), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. მატილდა მარია (1863-1933), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
  4. ფრიდრიხ ავგუსტ III (1865-1932), საქსონიის მეფე 1904-1918 წლებში, ცოლად შეირთო პრინცესა ლუიზა ტოსკანელი, რომელთანაც შეეძინა შვილები და რომელსაც შემდეგში გაეყარა;
  5. მარია იოზეფა (1867-1944), ცოლად გაჰყვა ერცჰერცოგ ოტო ფრანც ავსტრიელს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  6. იოჰან გეორგი (1869-1938), პირველად იქორწინა მარია იზაბელა ვიურტემბერგელზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მარია იმაკულატა დე ბურბონ-სიცილიელზე, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  7. მაქსიმილიან ვილჰელმი (1870-1951), ბერი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  8. ალბერტ კარლი (1875-1900), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "While remaining patrilineal dynasts of the duchy of Saxe-Coburg and Gotha according to pp. 88, 116 of the 1944 Almanach de Gotha, Title 1, Chapter 1, Article 5 of the 1838 Portuguese constitution declared, with respect to Ferdinand II of Portugal's issue by his first wife, that 'the Most Serene House of Braganza is the reigning house of Portugal and continues through the Person of the Lady Queen Maria II'. Thus their mutual descendants constitute the Coburg line of the House of Braganza"
  • Lopes, Maria Antónia, "Rainhas Que o Povo Amou", Temas e Debates, 2013, page 65