იზაბელ მარია პორტუგალიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იზაბელ მარია პორტუგალიელი
წოდებები
პორტუგალიის რეგენტი (1826-1828)
დაიბადა 4 ივლისი, 1801
კელუში, პორტუგალია
გარდაიცვალა 22 აპრილი, 1876, (74 წლის)
ლისაბონი, პორტუგალია
საგვარეულო ბრაგანსები
მამა ჟუან VI, პორტუგალიის მეფე
დედა კარლოტა ხოაკინა ესპანელი
რელიგია კათოლიციზმი

იზაბელ მარია პორტუგალიელი (პორტ. Isabel Maria de Portugal; დ. 4 ივლისი, 1801 — გ. 22 აპრილი, 1876) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ისა და დედოფალ კარლოტა ხოაკინა ესპანელის ქალიშვილი. თავისი ძმის, პორტუგალიის მეფე პედრუ IV-ის რეგენტი 1826-1828 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზაბელ მარია დაიბადა 1801 წლის 4 ივლისს კელუშში. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ისა და მისი ცოლის, დედოფალ კარლოტა ხოაკინა ესპანელის შუათანა ქალიშვილი. მისი სრული სახელია იზაბელ მარია და კონსესაო ჟუანა გუალბერტა ანა ფრანცისკა დე ასის დე პაულა დე ალკანტარა ანტონია რაფაელა მიკაელა გაბრიელა ხოაკინა გონძაგა დე ბრაგანსა ი ბურბონი.

მას შემდეგ, რაც ნაპოლეონის არმია პორტუგალიაში შეიჭრა, სამეფო ოჯახი ბრაზილიაში გაიქცა. ამ დროს იზაბელ მარია ჯერ კიდევ ბავშვი იყო. სამეფო ოჯახი უკან მხოლოდ 1821 წელს დაბრუნდა, თუმცა მისი ძმა პედრუ I, რომელიც ბრაზილიის იმპერატორი გახდა იქ დარჩა. 1826 წელს, მეფე ჟუან VI-ის გარდაცვალების შემდეგ, მეფე პედრუ IV გახდა, რომელიც ბრაზილიის იმპერატორობის გამო ვერაფრით ახერხებდა პორტუგალიაში ჩასვლას, ამიტომაც რეგენტად თავისი საყვარელი და, იზაბელ მარია დასვა. ამავე წელს პედრუ პორტუგალიის ტახტიდან გადადგა თავისი ქალიშვილის, მარია II-ის სასარგებლოდ, რომელიც ჯერ არასრულწლოვანი იყო, ამიტომაც იზაბელ მარიას რეგენტის სტატუსი შეუნარჩუნდა და მხოლოდ 1828 წელს ჩამოერთვა იგი.

პორტუგალიის სამოქალაქო ომის დროს, იზაბელ მარია მარია II-ის მხარეს იჭერდა, თუმცა თავის ძმას, მეამბოხე მიგელ I-ს დაეხმარა ქვეყნიდან გაქცევაში. იგი არასოდეს დაქორწინებულა და არც შვილები ჰქოლია. რეგენტობის დასრულების შემდეგ იგი მშვიდად ცხოვრობდა ლისაბონში, სადაც გარდაიცვალა 1876 წლის 22 აპრილს, 74 წლის ასაკში. დაკრძალულია ბრაგანსების საგვარეულო აკლდამაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 15.
  • de los Ángeles Pérez Samper, María. "Carlota Joaquina de Borbón". Diccionario biográfico España (in Spanish). Real Academia de la Historia.