შინაარსზე გადასვლა

დანიელ კანემანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დანიელ კანემანი
მშობლიური სახელი דניאל כהנמן
დაბ. თარიღი 5 მარტი, 1934
დაბ. ადგილი თელ-ავივი, მანდატური პალესტინა
გარდ. თარიღი 27 მარტი, 2024 (90 წლის)
გარდ. ადგილი შვეიცარია[1]
სიკვდილის ვითარება assisted suicide[2]
მოქალაქეობა ისრაელი და აშშ
მეუღლე Anne Treisman[3]
საქმიანობა ფსიქოლოგი, ეკონომისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, ესეისტი და ავტორი
მოღვაწეობის სფერო კოგნიტური ფსიქოლოგია, behavioral economics, ფსიქოლოგია[4] და ეკონომიკა[4]
დამსაქმებელი იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი, Center for Advanced Study in the Behavioral Sciences, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი და პრინსტონის უნივერსიტეტი
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა მეცნიერებათა ეროვნული აკადემია[5] , ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია[6] , Magyar Tudományos Akadémia[7] , ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოება[8] , Society of Experimental Psychologists, Royal Academy of Economic and Financial Sciences[9] და ეკონომეტრიკის საზოგადოება[10]
ჯილდოები ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის ჯილდო (2007), ნობელის პრემია ეკონომიკაში (2002)
ალმა-მატერი კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი) (1961), იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი (1954)
სამეცნიერო ხელმძღვანელი Susan M. Ervin-Tripp
დოქტორანტი Avishai Henik, Anat Ninio[11] , Nathan Novemsky[11] , Ziv Carmon[11] , Maria V. Stone[11] , Carol Anne Varey[11] და Jacqueline Sue Snell[11]
საიტი kahneman.scholar.princeton.edu

დანიელ კანემანი (ინგლ. Daniel Kahneman, ებრ. דניאל כהנמן; დ. 5 მარტი, 1934 — გ. 27 მარტი, 2024) — ამერიკელი ფსიქოლოგი და ეკონომისტი. ფსიქოლოგიური ეკონომიკური თეორიისა და ქცევითი ეკონომიკის ერთ-ერთი დამაარსებელი, მიმართულებებისა, რომლებშიც გაერთიანებულია ეკონომიკა და კოგნიტივისტიკა ადამიანის ირაციონალური დამოკიდებულების რისკების ასახსნელად გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარი ქცევების მართვისას. ცნობილია ამოს ტვერსკისთან და სხვა ავტორებთან ერთად შექმნილი ნაშრომით: ევრისტიკის გამოყენებით ადამიანური ცდომილების დადგენა კოგნიტურ საფუძველზე და ასევე პერსპექტივის თეორიის განვითარებით. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (2002) „ეკონომიკურ მეცნიერებებში ფსიქოლოგიური მეთოდიკის მიღების გამო, განსაკუთრებით — გაურკვევლობის პირობებში გადაწყვეტილებების მიღებისას და მსჯელობის ფორმირების კვლევისას“ (ვერნონ სმითთან ერთად), მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჩაატარა, როგორც ფსიქოლოგმა და არა, როგორც ეკონომისტმა.

კანემანი დაიბადა თელ-ავივში, ბავშვობა გაატარა პარიზში, 1946 წელს კი საცხოვრებლად გადავიდა პალესტინაში. მათემატიკისა და ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო 1954 წელს იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში. ამის შემდეგ მუშაობდა ისრაელის თავდაცვით ძალებში, მთავარ ფსიქოლოგიურ განყოფილებაში. 1969 წლიდან ლექციებს კითხულობდა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში.

ამჟამად მუშაობს, როგორც პრინსტონის, ისე იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში. დაქორწინებულია ენ ტრისმანზე, ყურადღებისა და მეხსიერების ცნობილ მკვლევარზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ’Thinking, Fast and Slow’ writer Daniel Kahneman chose to end his own life, says report
  2. https://www.wsj.com/arts-culture/books/daniel-kahneman-assisted-suicide-9fb16124
  3. Who's who(untranslated), 1849. — ISSN 0083-937X
  4. 4.0 4.1 Národní autority České republiky
  5. Daniel Kahnemanwww.nasonline.org.
  6. Professor Daniel Kahnemanხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია.
  7. Kahneman, Daniel: Az MTA köztestületének tagjaiMTA köztestületi tagok adatbázisa.
  8. Dr. Daniel Kahnemanამერიკის ფილოსოფიური საზოგადოება.
  9. Excmo. Sr. Dr. D. Daniel KahnemanRoyal Academy of Economic and Financial Sciences.
  10. Fellows of the Econometric Societyეკონომეტრიკის საზოგადოება.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 Mathematics Genealogy Project — 1997.