ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსვენციმის (აუშვიც-ბირკენაუს) საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი

ოსვენციმის საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი (აუშვიცის საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი: გერმ. Konzentrationslager Auschwitz, პოლ. Obóz Koncentracyjny Auschwitz; საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი ბირკენაუ: გერმ. Konzentrationslager Birkenau, პოლ. Obóz Koncentracyjny Birkenau, საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი აუშვიც-ბირკენაუ: გერმ. Konzentrationslager Auschwitz-Birkenau, პოლ. Obóz Koncentracyjny Auschwitz-Birkenau) — ყოფილი საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი ქსელი პოლონეთის ტერიტორიაზე. ეს დაწესებელება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ აშენდა. ეს იყო გერმანელების მიერ აგებული ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ბანაკისგან.

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი ქალაქ ოსვენციმის სიახლოვეს მდებარეობდა. ბანაკი თავდაპირველად პოლიტიკური პატიმრებისთვის იყო გათვლილი, თუმცა შემდგომ საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია გაფართოვდა. აქ გერმანელების მიერ დაპყრობილი ტერიტორიებიდან მოჰყავდათ ებრაელები, ბოშები, სამხედრო ტყვეები.

1939 წელს ოსვენციმი გერმანელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს და ქალაქს აუშვიცი დაარქვეს. 1940 წელს ჰაინრიხ ჰიმლერის უშუალო ბრძანებით დაიწყო საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობა. ამავე წლის ივნისში აქ მიიყვანეს პირველი პოლონელი პოლიტპატიმრები.

ბანაკი 1945 წლამდე მოქმედებდა, ამ პერიოდის განმავლობაში აქ უამრავი ადამიანი დახოცეს. 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ჯარების მიერ მოხდა ოსვენციმის გათავისუფლება, ეს დღე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ითვლება. ოსვენციმი მსოფლიოში ერთადერთი საკონცენტრაციო ბანაკია, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული.

1947 წელს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გაიხსნა მუზეუმი, ხოლო 1967 წელს კი აქ აღიმართა მონუმენტი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 31
რუს.ინგლ.ფრ.